December 28, 2007 by BigCrow
ახალი წელი ახლოვდება, 2008 წიპა, ხალხს უხარია, ნაძვის ხეებს რთავენ, ჩურჩხელების არსენალს ერთხელაც ამოწმებენ, ვაშლებს ჩირავენ, ჩვილებს ჩვრებში ახვევენ და ა.შ.
არც კინოკომპანიები ისვენებენ, იღებენ ფილმებს, თვალის დაუხამხამებლად აფუჭებენ მილიონობით დოლარის ფირს, იხდიან ასევე მილიონობით დოლარს მსახიობებში, რეჟისორი გაბრაზებული დარბის გადასაღებ მოედანზე ”სად არის ჩემი ანჟელა? კიდევ დაბოზაობს სადღაც? მაგას არ ახსოვს დღეს რომ გადაღებაა?” მოკლედ კინოინდუსტრია ვითარდება, მიიწევს წინ, რელიზებია დაგეგმილი თითქმის ყოველდღე (მსოფლიო მასშტაბით), მარტო იანვრის რელიზების სია უკვე შთამბეჭდავია.
ქოთნის ლობიოში კი რატომღაც სიჩუმეა, უძრაობის ხანა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, უდროობის, იდეების ნაკლებობის, უბრალოდ სიზარმაცის თუ რისი, მაგრამ ფაქტია, რომ კარგა ხანია ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ვის ჩვენ? საქმეც მაგაშია, ნორმალურად ჩამოყალიბებულებიც არ ვართ, ვინ ჩვენ, ვინ ისინი და საერთოდ, ვინ არის ქოთნის ლობიო…
აი გადავაგორებთ ამ ახალ წლებს და მერე ვნახოთ, შევაფუცხუნებ ხალხს, იქნება და რამე დაიდოს
)
ეს კი თქვენ სურათი განწყობისთვის, ის რაც ახლა აქ ხდება :-)))
