Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2007

არა, არ ვარ მე ღმერთი და არც სამყაროს ვქმნი… უბრალოდ ახალი აФФტორი დავამატე – დას ისტ შო. ანუ დღიდან შოს სიბრძნეებსაც იხილავთ ხოლმე აქ ) ვსიო, მეტი არაფრის თქმა არ მინდა :)

Read Full Post »

როდესაც მშობლები ბავშვს სახლში მარტო ტოვებენ, ყველაფერია შესაძლებელი. შეიძლება გამოცხადდეს პედიატრიც კი, რომელმაც წესით და რიგით ბავშვს უნდა უმკურნალოს. მაგრამ ამ თამაშში, წესებით არავინ თამაშობს… ”ქოთნის ლობიო” Pictures წარმოგიდგენთ: შოთა თორაძეს, ყვავას, თაკო ნამორაძეს და აკაკი გვილავას ფილმში ”პედიატრი” პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=cCAk7eWFTBE

Read Full Post »

ჩვენი პირველი რელიზი ამ ბლოგზე… ფილმი მოგვითხრობს წიგნზე, რომლის მკითხველსაც მუდამ ხიფათი ელის წინ… ეს წიგნი მაგიურ ძალას ფლობს, ვინც მას ეხება და წაკითხვას ცდილობს, სასტიკად ისჯება. მისი სათაურის გაჟღერება საკმარისია იმისათვის, რომ შენში მხეცმა გაიღვიძოს… ”ქოთნის ლობიო” Pictures წარმოგიდგენთ: შოთა თორაძეს, ლევან მროველს, ყვავას, თაკო ნამორაძეს და გეგა ზერეკიძეს ფილმში ”მემაწვნე”. პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=6tTsEWsMocE

Read Full Post »

ქოთნის ლობიო მზადდება შემდეგნაირად – იღებ თიხის ქოთანს და ხარშავ შიგნით ლობიოს, შემდეგ ამატებ ნიორს, მწვანილს, მარილს, სუნელს და ქოთნის ლობიოც მზადაა. მაგრამ როგორ მზადდება ქოთნის კატა? ალბათ მასევე… წარმოგიდგენთ ახალ კერძს - ქოთნის კატა. პრიატნავა აპეწიტა…

Read Full Post »

მას აშე,  ”ქოთნის ლობიო” პიქჩერზი წარმოგიდგენთ ბლოგს, ანუ ლობიოს ქოთანს. ამ ქოთანში ვხარშავთ ჩვენს ქოთნურ იდეებს და შემდეგ ვახდენთ მათ გამოფრქვევას უდანაშაულო მოსახლეობაზე. გასაგებია მგონი, რომ ეს იქნება ქოთნის ლობიოს ბლოგი, სადაც ჟამთააღმწერლების მიერ აღიწერება ჩვენი შემოქმედება, მოხდება ახალი ფილმების და არამარტო ფილმების წარდგენა ფართო წრეებისთვის და საერთოდ, ისტორია შეიქმნება. რაღათქმაუნდა ჩნდება კითხვა - ვინ ვართ ჩვენ? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად არაა აუცილებელი ენციკლოპედიებში [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.