მალე იწყება უკვე, ცოტა ვნერვიულობთ, ლუდს ვსვამთ და თითქოს ადრენალინს ვგრძნობთ სისხლში.ერთმანეთს ვუყურებთ და Lucky Strike-ს ვაბოლებთ. ხმას არავინ ვიღებთ.
დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის.
ხალხის შეძახილები და ტაში მატულობს. ჩვენამდეც კი აღწევს მათი ხმა. რამდენი იქნებიან? 100,000 ? 200, 000? თუ მეტი? არადა, მენეჟერი ლაპარაკობდა ამაზე წეღან, მაგრამ არაღაფერი არ გახსოვს.არც ის Fuckin’ მენეჯერი და არც საკუთარი თავი. თითქოს უბედნიერესი ადამიანი ხარ, და თან შიში სდევს ამ ყველაფერს.აზრები ირევა თავში, ვერც ერთ მათგანს ვერ ცემ პასუხს და თითქოს იბნევი.
ამ დროს შემოდის ვიღაც გოგო , რომელსაც პერანგზე ოთკუთხედი ლამინირბული ბარათი აქვს ჩამოკიდებული ,სადაც მისი სურათია მიმაგრებული. ყურზე მიკროფონი უკეთია და ჩვენკენ მოიწევს ….
” დ რ ო ა”…….
ავდექით ჩვენ და მივყვებით მას…ხალხის ხმა მატულობს ნელ-ნელა და ადრენალინის დონე პიკა აღწევს სისხლში.გული იმდენად სწრაფად ცემს , რომ ვეღარც კი გრძნობ მას .
უეცრად ჩერდება ის გოგო და გვიღიმის………
პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე თვალის მომჭრელი შუქი ჩნდება ჩვენ თავზე და თითქმის ვერაფერს ვხედავთ.თვალი ეჩვევა ნელ-ნელა და….. უდაბნოში მდგარი 10 ათასობით ადამიანის ხელი. . . 10 ათასობით შეძახილი და მათქან წამოსული უზარმაზარი სითბო…………………….
და პირველი ფიქრი თავში : ” კარგია რომ ვარსებობ”.


ვაკის პარკი… ღამე… მარადიულ ცეცხლთან ორნი არიან…
კარგი შეგრძნებაა მართლა …